ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პატრიოტთა ალიანსი” ახალ კონსტიტუციას ბოიკოტს უცხადებს

“პატრიოტთა ალიანსი”  მხარს არ უჭერს “ქართული ოცნების” კონსტიტუციის პროექტს და  კენჭისყრის პროცეს ბოიკოტს უცხადებს. ირმა ინაშვილის განცხადებით საპროტესტო აქციები იქამდე გაგრძელდება, სანამ მმართველი გუნდი პარტიისა და მისი მხარდაჭერების მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს.

აქციის მონაწილეებს შემდეგი სახის მოთხოვნები აქვთ: კონსტიტუცია დაუბრუნდეს დემოკრატიულ ვარიანტს და ჩამოყალიბდეს საარჩევნო სისტემა უპირატესობა მიენიჭოს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

შეგახსენებთ, კონსტიტუციაში ცვლილებებს ბოიკოტი კენჭისყრამდე “ევროპულმა საქართველომ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ”  გამოუცხადეს და მათ რიგგარეშე სხდომა პროტესტით დატოვეს.

საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

რეგისტრაცია 119 დეპუტატმა გაიარა, საიდანაც 117-მა ახალ კონსტიტუციას მისცა ხმა.

იტვირთბა....