ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსი გენერალი, რომელიც 1992 წლის ომში ცხინვალში რუსულ შენაერთს მეთაურობდა, ISIS-ის ოპერაციამ იმსხვერპლა

რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი ვალერი ასაპოვი, სირიის ქალაქ დეირიზორში, ISIS წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის დროს მოკლეს.


გავრცელებული ინფორმაციით, რომელსაც სირიული და რუსული წყაროებიც ადასტურებენ, ვალერი ასაპოვი სირიის არმიის მრჩეველის ფუნქციას ასრულებდა და სამხედრო ოპერაციების დაგეგმვა-განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობდა. ასაპოვი ისლამისტების მიერ ნასროლ ნაღმტყორცნით დაიღუპა.
აღსანიშნავია, რომ ვალერი ასაპოვის ბიოგრაფიაში, რომელიც უკრაინული “მიროტვორეცის” ბაზაშია შეტანილი, აღნიშნულია, რომ ის 1992 წლის საომარი მოქმედებების დროს ცხინვალში რუსულ შენაერთს მეთაურობდა, ხოლო 2002 წლის 12-13 აპრილს ხელმძღვანელობდა კოდორის ხეობაში რუსული დესანტის გადმოსხმას.

იტვირთბა....