საქართველოს საზღვართან ახლოს, აზერბაიჯანის ზაქათალა-ბელაქნის რეგიონში 3.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 13:06 საათზე დაფიქსირდა.ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
ამ დრომდე ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
აზერბაიჯანში ბოლო მიწისძვრა საქართველოს საზღვრიდან 154 კილომეტრში 6 სექტემბერს დაფიქსირდა. მისი მაგნიტუდა 4.2 იყო.