“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი კახა კალაძე აცხადებს, რომ როგორც კი მმართველი პარტიის კანდიდატი გაიმარჯვებს ადგილობრივ არჩევნებში, დედაქალაქის მერიაში, მაშინვე დასრულდება ის უმსგავსობა, რაც პარკირებასთან დაკავშირებით ხდება.
იურისტმა ირაკლი ხმალაძემ ის ადგილმდებარეობები დაასახელა, სადაც მიწისქვეშა პარკირების ადგილები მოეწყობა. კერძოდ, ცენტრალური რკინიგზის სადგური, მეტროსადგური „მარჯანიშვილი“, პუშკინის მოედანი, თბილისის საკონცერტო დარბაზი, მეტროსადგური ისანი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი, თბილისის მერია, გულიას მოედანი, მეტროსადგური ვარკეთილი და გეგეშიძის ბაღი. მისივე თქმით, ეს იქნება ჯამში 3000 ავტომანქანაზე გათვლილი ავტოსადგომები. პრეზენტაციისას, ასევე, აღნიშნა რომ სატრანპორტო პოლიტიკის პრიორიტეტული ნაწილი იქნება ფეხით მოსიარულეთა ინტერესები. კერძოდ, სავალი ნაწილისა და გადასასვლელების უსაფრთხოება.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს ადგილობრივი არჩევნები ტარდება.