ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სახელმწიფო უწყებებს 99 მილიონი ლარის ავტომობილები აქვთ შეძენილი,როცა სახანძრო მანქანა არ გვყავს”

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ 2013 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით გამოცხადებული და დასრულებული ტენდერების მიხედვით, სამინისტროებს ჯამში 99 მილიონი ლარის ავტომობილი აქვთ შეძენილი. ხაბეიშვილის თქმით, ეს ჩინოვნიკების მხრიდან საკუთარ ფუფუნებაზე ზრუნვაა, განსაკუთრებით მაშინ როცა ხანძრებისას გამოჩნდა, რომ სახანძროს მანქანებიც კი არ გვყავს შესაბამისი სტანდარტით და მეზობელი აზერბაიჯანი დაგვეხმარა.

“საკუთარი ფუფუნებისთვის არაფერი ენანებათ და განახლებული ავტოპარკით სარგებლობენ სამაგიეროდ რომ დაგვჭირდა წყლის გადამტანი ავტოტრანსპორტი არ აღმოგვანდა თვითფრინავებზე რომ არაფერი ვთქვათ“-ამბობს ხაბეიშვილი .

კვლევის მიხედვით, ავტომობილების შესაძენად სულ 203 ხელშეკრულებაა გაფორმებული და 99 589 184 ლარია დახარჯული. 1. შინაგან საქმეთა სამინისტრო 59 048 773 2. მერია 13 250 088 3. ჯანდაცვის სამინისტრო 11 294 419 4. გარემოს დაცვის სამინისტრო 5 128 204 5. სოფლის მეურნეობის სამინისტრო 3 463 472 6. მთავარი პროკურატურა 1 924 451 7. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო 1 485 487 8. იუსტიციის სამინისტრო 801 383 9. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო726 495 10. დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო 600 571 11. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 411 630 12. კულტურის სამინისტრო 389 072 13. თავდაცვის სამინისტრო 318 900 14. საკრებულო 317 121 15. საგარეო საქმეთა სამინისტრო 137 000 16. სპორტის სამინისტრო 116 879 17. განათლების სამინისტრო 96 739 18. ენერგეტიკის სამინისტრო 78 500.

წყარო: “პირველი რადიო”

 

იტვირთბა....