aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ავარია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე: დაშავებულია 7 ადამიანი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას kutaisipost-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ 5 დაშავებულს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, ხოლო ორის ჰოსპიტალიზაცია გადა საჭირო. ისინი ინტერვენციული მედიცინის ცენტრში არიან გადაყვანილნი. ორივეს მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ერთს თავის ზედაპირული ტრავმა, ხოლო მეორეს საშუალო სიმძიმის მუცლის ტრავმა აღენიშნება.

ქუთაისი-წყალტუბოს მონაკვეთზე გზა გადაკეტილია, ადგილზე მობილიზებულა საპატრულო პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქმეზე გამოძიება 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

იტვირთბა....