ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

კიევის სასამართლომ ბიზნესმენ იგორ კალამოინსკის აქტივები დააპატიმრა

კიევის სასამართლომ ბიზნესმენ იგორ კალამოინსკის აქტივები დააპატიმრა. სანქციის ქვეშ მოხვდა ქალაქ დნეპრში ქარხანა ,,ვიოლა“, შენობა კიევში ,რომელიც იჯარით აქვს არებული ტელეკომპანია 1+1 და ასევე ბოინგი.

სასამართლოს მიხედვით, საქმე  “პრივატ ბანკიდან”  თანხების მითვისებას ეხება.
სასამართლომ დოკუმენტების მიხედვით, “პრივატ ბანკის”  ხელმძღვანელმა პირმა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით, 2014 წელს სხვისი ქონება მიისაკუთრა კერძოდ კი ნაციონალური ბანკის სახელმწიფო სახსრებს დაეუფლა, რომელიც საერთო ჯამში 19 მილიარდ გრივნაზე(330 მლ დოლარი)მეტი იყო და თანხა  რეფინანსირებისთვის იყო გამოყოფილი.

ამასთან დაპატიმრებულია მისი სხვა აქტივი, მათ შორის ოდესაში მდებარე მარცვლეულის ტერმინალი “ბორივაჟი”. სანქციის ქვეშ მოხვდა კიევში მდებარე რამოდენიმე შენობა, რომელიც სხვადასხვა კომერციულ ორგანიზაციას ეკუთვნოდა, ასევე სავაჭრო პავილიონები ოდესაში.

შეგახსენებთ, რომ იგორ კალამოინსკი უკრაინელ ოლიგარქად ცნობილი ბიზნესმენია, რომელიც თავის დროზე პეტრო პოროშენკოსთან დაახლოებულ პირად მოიაზრებოდა. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  მას ფარულად რამდენიმე დღის წინ შეხვდა.

 

იტვირთბა....