ახალი ამბები მთავარი სამართალი

უკრაინაში ე.წ. კანონიერი ქურდი, “გელა თბილისკი” დააკავეს

უკრაინაში, ქალაქ კიევში ქართული წარმოშობის ე.წ. კანონიერი ქურდი და კრიმინალური ავტორიტეტი “გელა თბილისკი” დააკავეს. ის სამართალდამცავებმა უკვე მეორედ დააპატიმრეს, რომელიც გაზაფხულზე დაკავების შემდგ რუსეთში იქნა დეპორტირებული. თუმცა როგორ მოახერხა მან რუსეთის ციხიდან თავის დაღწევა და უკან უკრაინაში დაბრუნება უცნობია.

“გელა თბილისკად” წოდებული კრიმინალური ავტორიტეტი, საქართველოში დაბადებული რუსეთის მოქალაქეა, 41 წლის გელა ჯოჯუა უკრაინაში “მანქანის ქურდების” მფარველია. ჯოჯუას ისევ რუსეთში დეპორტაცია ემუქრება.  ექსტრადირების შემდეგ მას სამი წლით  უკრაინაში შესვლა აეკრძალება.

იტვირთბა....