ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პეკინის და მიცკევიჩის მიმართულებით მიწისქვეშა პარკინგის მოწყობა იგეგმება

“ჩვენ მიღებული გვაქვს წინადადება პეკინის და მიცკევიჩის მიმართულებით არსებულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით”- ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა.

მერი ამბობს, რომ აღნიშნულ ტერიტორიას პარკინგის ადგილი ნამდვილად სჭირდება და აუცილებლად იქნება მიღებული დადებითი გადაწყვეტილება.

“ჩვენ მიღებული გვაქვს წინადადება პეკინის და მიცკევიჩის მიმართულებით არსებულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით. ეს წინადადება, როგორც ბიზნეს წინადადება განხილვის სტადიაზეა და მივიღებთ აუცილებლად დადებით გადაწყვეტილებას. პარკინგი ამ ტერიტორიას დამატებით ნამდვილად სჭირდება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისი თქმით, ეს ცალკე პროექტია და არ აქვს კავშირი პეკინის რეაბილიტაციის პროექტთან.

იტვირთბა....