“საქართველოს ბანკი” წერეთლის გამზირზე მდებარე ფილიალში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ბანკის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ”საქართველოს ბანკის” წერეთლის გამზირზე მდებარე ფილიალში ყაჩაღობის მცდელობა დაფიქსირდა, რა დროსაც საგანგაშო ღილაკო ამოქმედდა. აგდილზე მისულმა პოლიციამ კი თავდამსხმელს დანებება შესთავაზა, თუმცა მან თვითმკვლელობის მიზნით გასროლა განახორციელა. ბანკი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მწუხარებას გამოთქვამს.
”ფილიალში შეჭრიდან და საგანგაშო ღილაკზე თითის დაჭერიდან ოპერატიულად პოლიცია ადგილზე მივიდა და შეჭრილ პირს დანებება შესთავაზა, თუმცა მან თვითმკვლელობის მიზნით გასროლა განახორციელა, რაც სავალალო შედეგით დასრულდა. ”საქართველოს ბანკი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით”,- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს “საქართველოს ბანკზე” თავდასხმამდე, სავარაუდოდ იგივე პიროვნება წერეთლის გამზირზევე “თი-ბი-სი” ბანკში შეიჭრა, თუმცა იქიდან თანხის გატანა ვერ შეძლო. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, მიმდინარეობს გამოძიება. სროლის შედეგად ბანკში მყოფი პირებისგან არავინ დაშავებულა.