უკრაინელმა სამართალდამაცვებმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სააკაშვილის პარტია რუხის წევრების და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მომხრეების დაპატიმრება დაიწყეს. ჯერჯერობით უცნობია რამდენია დაკავებულთა რაოდენობა. არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულთა შორისაა ის მოქალაქეეები, რომელბმაც გადალახეს უკრაინის საზღვარი. ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა. ამ ეტაპზე არც მიხეილ სააკაშვილს გაუკეთებია განცხადება.
შეგახსენებთ, 10 სექტემბერს, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, შეგინის სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა. ერთი თვის წინ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.