ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“როგორი უსუსურიც იყო გუშინ საზღვარზე უკრაინის ხელისუფლება, იმაზე უარესად უსუსრია დღევანდელი ქართული ხელისუფლება”

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცახდებს, რომ მიხეილ სააკაშვილის უკან ძალიან დიდი ძალა დგას. მისი აზრით, უკრაინაში სააკაშვილის გამოჩენა არის ძალიან დიდი პროექტის ნაწილი. ის არ გამორიცხავს, რომ ამ პროექტში საქართველოც იყოს ჩართული.  ბურჯანაძე ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობა “პროვოკაციას არ უნდა წამოეგოს”

“საქართველოს მოსახლეობა თუ კვალვ იმ პროვოკაციას წამოეგება, რომ ოღონდ მიშა არ მობრიუნდეს და “ქართულ ოცნებას” მისცემს ხმას, თითოეული ის ადამიანი, ვინც “ქართულ ოცნებას” ამ ნიშნით შემოხაზავს, უზრუნველყოფს სააკაშვილის ჩამოსვლისათვის კიდევ ერთი აგურის დადებას… როგორი უსუსურიც იყო გუშინ საზღვარზე უკრაინის ხელისუფლება, იმაზე უარესად უსუსრია დღევანდელი ქართული ხელისუფლება” ,-განაცხადა ბურჯანაძემ ტელეკომპანია “პირველთან” საუბრისას.

შეგახსენებთ, 10 სექტემბერს, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, შეგინის სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა.  ერთი თვის წინ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.

 

იტვირთბა....