ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კეზერაშვილი შეეკრა ივანიშვილს და ის აფინანსებს ბოკერიას და უგულავას…”

“სააკაშვილის დროს მოპოვებული ნაძარცვი ქონებით კეზერაშვილი შეეკრა ივანიშვილს და დღეს, დიახ ვიტყვი, ის აფინანსებს “ევროპულ საქართველოს”, ბოკერიას და უგულავას…” – ასეთი განცხადება გააკეთა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ TV პირველის პირდაპირ ეთერში.

მისი თქმით, ზუსტად კეზერაშვილის, უგულავას და ბოკერიას  მონაწილეობით მოხდა და დაიგეგმა “ნაციონალური მოძრაობის” გაქრობა.

“ამ პარტიაში, განახლებულ პარტიაში, არასოდეს იქნება ბოკერიების, უგულავების და კორუმპირებული კეზერაშვილის ადგილი და ამაზე მე ვარ პასუხისმგებელი. ისინი ვერასოდეს შემოყოფენ ცხვირს ნაციონალურ მოძრაობაში” – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას უპასუხა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ოთო კახიძემ.

“სამწუხარო მოსასმენია ჩემი ყოფილი თანაგუნდელისგან ასეთი რამის. ეს არის ქოცური და ასავალ-დასავალის ნატარივი. ის ერთი ერთში იმეორებს ამ ნარატივს.” – განაცხადა კახიძემ.

 

იტვირთბა....