ზუგდიდში, ლაზის ქუჩაზე მდებარე კერძო საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს, ოჯახში მარტოხელა მამაკაცი ცხოვრობდა, რომელიც შეუძლოდ იყო. შემთხვევის შესახე 1tv წერს.
მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება დროულად მოახდინეს. მამაკაცი თავდაპირველად ზუგდიდის წმინდა ლუკას სახელობის რეფერალურ საავადმყოფოში შოკური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს, შემდეგ კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.
როგორც ექიმები აცხადებენ, ამ ეტაპზე, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.