კიევის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად, ჩეჩნების მოხალისეთა ბატალიონ „შეიხ მანსურის“ წევრი, თემურ მახაური დაიღუპა. უკრაინული მედიის ცნობით, აფეთქებულ ავტომობილს ქართული სანომრე ნიშანი ჰქონდა.
შემთხვევა ბესარაბიის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. „შეიხ მანსურის“ მოხალისეთა ბატალიონი 2014 წელს შეიქმნა და დონბასში ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა.