საქართველოში ბრიტანელი პოპ და როკ-მუსიკოსის, ელტონ ჯონისა და მისი ბენდის დაგეგმილი კონცერტები წელს აღარ გაიმართება. მიზეზად ელტონ ჯონის ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, სტივ ჯონსონის მიერ ხელზე ჩატარებული ოპერაცია სახელდება, თუმცა ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.
ელტონ ჯონის კონცერტის გადადების შესახებ პრესკონფერენცია დღეს 11 საათზე „საქართველოს ბანკის სოლოს“ ოფისში გაიმართება.