უკრაინის პრეზიდენტი ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ცატარების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლისას განაცხადა.
“არ გამოვრიცხავ, უკრაინელი ხალხის ნების გამოსახატავად ნატოში შესვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივა დავაყენო,“ – განაცხადა პოროშენკომ.
შეგახსენებთ, შარშან, რადამ კანონში შესწორება შეიტანა და ნატოში გაწევრიანება უკრაინის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად მოიხსენია.