აჭარაში, შავი ზღვის სანაპიროზე 5- ბალიანი შტორმია, სანაპიროზე წითელი ალმებია აღმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაში შესვლა აკრძალულია – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ.
უწყებაში განმარტავენ, რომ წითელი ალმები გუშინ დღის მეორე ნახევარში აღმართეს და შტორმის დასრულებამდე იქნება. სანაპიროსთან მყოფ მოქალაქეებსა და ტურისტებს სამაშველო სამსახური რამდენიმე ენაზე მოუწოდებს, შტორმის გამო, ზღვაში არ შევიდნენ.