ისრაელის საჰაერო ძალებმა სირიაში, ქიმიური იარაღის საწარმოზე შეტევა მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას არაბული მედია ავრცელებს. შეტევა ღამით ჰამას რაიონში მდებარე ობიექტებზე განხორციელდა.
გაანადგურებულია ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლასთვის“ კუთვნილი შეიარაღების კოლონა.
როგორც ირკვევა, ისრაელის საჰაერო ძალების მთავარი სამიზნე სირიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი იყო, სადაც რაკეტებისა და ქიმიური იარაღის განვითარება და წარმოება ხდება. არიან დაშავებულები.
ჯერჯერობით, ისრაელის თავდაცვის სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს.