ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაჭრილ სამხედროებს სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანენ

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თავდასხმის შედეგად დაჭრილ უფროს ლეიტენანტ ივერი ბუაძეს ბაგრამის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც სამინისტროში ამბობენ, ლეიტენანტს დაზიანებები თავისა და ბარძაყის არეში აღენიშნება და რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. რაც შეეხება დანარჩენ დაჭრილებს, სერჟანტ გიორგი წიქარიშვილს და პირველი კლასის რიგით ირაკლი კუჭუხიძეს, უფროს ლეიტენანტთან ერთად მათ გერმანიაში, ლანდშტულის ამერიკულ ჰოსპიტალში გადაიყვანენ.

ცნობისთვის, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თავდასხმა გუშინ თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.

იტვირთბა....