ახალი ამბები მთავარი სამართალი

მეუფე დიმიტრი: მეუფე პეტრემ პროკურატურის წისქვილზე დაასხა წყალი

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე განცხადება ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრის ცოტა ხნის წინ გააკეთა:

„მე ვიტყოდი, რომ ჩვენი დაკითხვის და სასამართლოს პროცესების დროს, იყო ერთგვარი მოთხოვნა და ზეწოლა, რომ შექმნილიყო მოტივაცია შორენა თეთრუაშვილის უძლეველობაზე. თითქოს ის წყვეტს ეკლესიის მნიშვნელოვან საკითხებს. თითქოს მას შეუძლია დააბრკოლოს ადამიანის წინსვლა. მე და სხვა მღვდელმთავრებმა განვაცხადეთ, რომ ეს არის ეკლესიის და პატრიარქის შეურაცხყოფა, რადგან ეკლესიას ყავს სინოდი, რომელიც საეკლესიო საქმეებს განაგებს. ის მოტივაცია, რომელიც დღეს გაჟღერდა, რომ შურისძიების მოტივით მოხდა დანაშაული, გაამყარა მეუფე პეტრემ, რომელმაც სასამართლოს სხდომაზე დაიწყო მტკიცება, რომ შორენა თეთრუაშვილი იღებს ყველა გადაწყვეტილებას. მან ამ ქმედებით, შეგნებულად თუ შეუგნებლად პირდაპირ პროკურატურის წისქვილზე დაასხა წყალი,“- განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

საუკუნის სასამართლო პროცესზე, ე.წ. ციანიდის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა – მოსამართლემ ბრალდებულ დეკანოზს 9 წლიანი პატიმრობა 18-108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიუსაჯა.
რაც შეეხება იარაღის ტარებას, მას ამისთვის 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა იმიტომ, რომ შეკრებითობის პრინციპი აღარ მოქმედებს, მას მხოლოდ 9 წლიანი სასჯელი შეეფარდა.
ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლო პროცესს არ დაესწრო. მიზეზი უცნობია.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ბრალდებულის ძმამ მოსამართლეს მონა უწოდა და დარბაზი დატოვა.

გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც ილია მეორეს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.

საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

იტვირთბა....