ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შავნაბადას მთაზე გაჩენილ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადას მთაზე გაჩენილ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო:

,,დილის 6 საათიდან აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. ცოტა ხნის წინ სამაშველო ვერტმფრენი ჩაერთო სამუშაოებში. სრული შემადგენლობაა მობილიზებული. 400 მეტი ადამიანი ერთდროულად გასულია უშუალოდ ოთხივე ლოკაციაზე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ შემოსულია მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს გზის გაყვანა. შესაბამისად, მობილიზებულია სახანძრო მანქანები. როგორც კი მიეცემათ საშუალება და გაიჭრება გზები მანქანები მივლენ უშუალოდ ლოკაციებზე ცეცხლთან. თუმცა ამ ეტაპისთვის უკვე ამოტანილია საკმაოდ დიდი ოდენობის ავზები – ე.წ. პომპები და პორტატიული საშუალებებით მეხანძრეები ებრძვიან ცეცხლს ადგილზე. რაც შეეხება თურქეთის მხრიდან ვერტმფრენის გამოგზავნას, ამ წუთებში ვერტმფრენი იმყოფება ქ. ტრაპიზონში და უახლოეს პერიოდში ჩვენ ველოდებით მის ჩამოსვლას. მუშაობა გრძელდება, წყლის ავზები თავიდან ბოლომდე მოწყობილია, ვერტმფრენებს არ აქვთ წყლის აღების პრობლემა და რაც მთავარია, ეს ლოკაციები არის ახლოს ხანძართან და ვერტმფრენი ძალიან მცირე დროში ახერხებს წყლის აღებას და ლოკაციებზე დაბრუნებას. ქარის ამოვარდნამ ცოტათი შეაფერხა და გაართულა სამუშაოები, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ დღის ბოლოსკენ ჩვენ გვექნება შედეგი“ – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ.

ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო შტაბმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით მუშაობა დილის 6 საათიდან განაახლა.

იტვირთბა....