ახალი ამბები მთავარი სამართალი

უკრაინამ საქართველოსგან სააკაშვილის ძებნის და დაკავების მოთხოვნა მიიღო

უკრაინამ საქართველოსგან, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძებნის, დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინული მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე სერგეი პეტუხოვმა დაადასტურა.

“უკრაინამ მოთხოვნა მიიღო მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე, დაკავებასა და ექსტრადირებაზე. საქართველოს მთავარი პროკურატურის მოთხოვნა გამოგზავნილია უკრაინის იუსტიციის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურისთვის”, – განაცხადა მან.

იტვირთბა....