ე.წ. ციანიდის საქმის ირგვლივ საკანდალი გრძელდება, „კურიერმა“ საქმის დღემდე უცნობი ფარული ჩანაწერები ექსკლუზიურად მოიპოვა. ეს ის ვიდეომასალაა, რომლის დამონტაჟებული ვერსიაც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა, სინამდვილეში ეს ჩანაწერები ბევრად უფრო დიდი ინფორმაციის მატარებელია.
ვიდეომასალაში ჩანს, როგორ ემზადება მამა გიორგი მამალაძის ფარული გადაღებისთვის პროკურატურის ოქროს მოწმე – ირაკლი მამალაძე. ვიდეოში საუბარია „შორენას მარილზე“ გაშვების შესახებ, რომლის საუბრის გაგრძელებაც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებში არ ჩანს.
„კურიერის“ მიერ მოპოვებული ვიდეო მასალიდან ასევე იმ მაღალი სასულიერო იერარქიის მქონე პირის ვინაობა იკვეთება, ვინც მამა გიორგი მამალაძეს დაურეკა და გერმანიში ჩასვლა სთხოვა. ეს კი პატრიარქის ძმისშვილი მეუფე დიმიტრია.