ახალი ამბები მთავარი სამართალი

გორთან, ავტომაგისტრალზე ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა

გორთან, ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა- ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.

როგორც “მეტრონომს” შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

იტვირთბა....