ახალი ამბები მთავარი სამართალი

თბილისის შემოსასვლელთან ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

თბილისის შემოსასვლელთან ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. კერძოდ, ერთმანეთს მცხეთიდან თბილისისკენ მომავალი 4 ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები რამდენიმე კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც ექიმები აცხადებენ, დაზარალებულები მსუბუქი დაზიანებებით შეიყვანეს და მათი მდგომარეობა სტაბილურია.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპულატაციის დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....