ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხანძრის გამო ოკუპირებულ ტერიტორიასთან შსს და მეხანძრეები არიან მობილიზებული

ოკუპირებულ სოფელ ოტრევთან გაჩენილი ხანძრის გამო სოფელ ფლავთან მობილიზებულია შსს და სახანძრო ბრიგადები.  ხანძარი ტყეში გაჩნდა და ამ დროისთის ცეცხლი ქართულ სოფელ ფლავთან დამონტაჟებული ე.წ სასაზღვრო ბანერიდან 100 მეტრის მოშორებითაა.

შიდა ქართლისს გუბერნატორის განცხადებით, ადგილზე რჩება შსს, 3 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. “იმ შემთხვევაში თუ გავრცელების საფრთხე გაჩნდა. ჩვენ მზად ვართ ცეცხლის ლოკალიზაციისთვის –  განაცხადა კახა სამხარაძემ.

წყარო: ტელეკომპანია “იმედი”

იტვირთბა....