საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, მარიამ ხაჭვანის ფილმმა “დედე” ხორვატიის საერთაშორისო კინოფესტივალზე გრანპრი მოიპოვა.
მთავარი პრიზი ნამუშევარმა საუკეთესო ევროპული კოპროდუქციისთვის მიიღო. ჟიურის წევრები იყვნენ: კანის კინოფესტივალის გენერალური დირექტორის მოადგილე და მთავარი სელექტორი ქრისტიან ჟეუნე, სცენარისტი და პროდიუსერი ნიკოლას მარტინი, რეჟისორი ნევიო მარასოვიჩი და ოზანა რამლიაკი. ასევე, ფილმმა რეჟისორის შემდეგი პროექტისთვის Origo Film Group-ის ფულადი მხარდაჭერა მოიპოვა.