მესტიაში სამი მდინარის – კოლხურას, დოლურასა და მესტიაჭალას ადიდების შედეგად, წაღებულია გზები და ხიდები. მესტიის გამგებლის, კახა ჟორჟოლიანის განცხადებით, საფრთხე ემუქრება მაღალი ძაბვის ორ ანძასაც.
ადგილზე გასულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
მოსახლეობას პრობლემები არ შექმნია.

