ახალი ამბები კულტურა მთავარი საზოგადოება

“მკვლელები ხართ! ბრავო! ჩააკითხე ნინელის, ზაზას და 10 მოღალატეს”: ქეთი დოლიძე გაათავისუფლეს

თუმანიშვილის თეატრის უკვე ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებას “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება.

“ნიკოლოზ რურუას ოფიციალურად ვულოცავ ჩემს მოხსნას! შეგისრულათ თქვენმა თანაპარტიელმა სურვილი და დავალება! და კიდევ იმ 10 მოღალატეს და მკვლელს ჩემს თეატრში, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა!!!! ბრავო ნინელი! ბრავო, ზაზა!”, – წერს დოლიძე.

“5 წუთის წინ მანანა ბერიკაშვილი ახალ ფეხსაცმელს ყიდულობდა ბათუმში! იმ სიკეთით გაცვითე, რა სიკეთეც ჩაიდინე! მკვლელები ხართ! ბრავო! ჩააკითხე ნინელის, ზაზას და 10 მოღალატეს! მანდვე არიან, გრიგოლეთში! იზეიმეთ! წავედი, ბერტოლუჩის უნდა ვუყურო!!!!”,  – წერს დოლიძე.

შეგახსენებთ, ქეთი დოლიძე კულტურის მინისტრის გადაწყვეტიებით, თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი აღარ არის.

იტვირთბა....