აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკრაინული თვითმფრინავი უკვე ჩაერთო. ინფორმაცია ამის შესახებ შსს-ში დაადასტურეს.
როგორც ცნობილია, აზერბაიჯანული ვერტმფრენიც უკვე საქართველოშია, რომელიც ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უახლოეს საათებში ჩაერთვება.
ასევე, ცნობილია, რომ თურქეთმა ავიაცია გამოაგზავნა, რომელზეც ამბობდა, რომ დღის მეორე ნახევარში საქართველოში იქნებოდა.
ხანძარი აბასთუმანში გუშინ გაჩნდა. მისი სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.