ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ეკა ბესელია: ქალაქისთვის დიდი შეურაცხყოფაა ალეკო ელისაშვილის კანდიდატურა

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელიას განცხადებით, ქალაქისთვის დიდი შეურაცხყოფაა, რომ თბილისის მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილია. ამის შესახებ მან “აიპრესთან” განაცხადა.

ბესელია ამბობს, რომ ელისაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა” შეთანხმებულად მოქმედებენ:

“ალეკო ელისაშვილი თავიდანვე იყო ასოცირებული “ნაციონალურ მოძრაობასთან”. მთელი მისი ქმედება, რასაც ის გეგმავდა იყო შეთანხმებული “ნაციონალურ მოძრაობა”-სთან. ასე რომ არც შემთხვევითი კადრებია, არც შემთხვევითი ამბავია, არც დამთხვევა. ისინი ერთნი არიან, უბრალოდ სხვადასხვა როლებში და ერთ სცენარში სხვადასხვა სახით წარსდგებინ ხოლმე.

ელისაშვილი მუდმივად დემაგოგიური ფორმით გამოხატავდა იმ ინტერესებს რაც “ნაციონალურ მოძრაობას” უნდოდა. ეს ჩემთვის ახალი ამბავი არ არის. ამ ქალაქისთვის ძალინ დიდი შეურაცხყოფაა მისი კანდიდატურა, რომ დგას”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

იტვირთბა....