ახალი ამბები მთავარი სამართალი

3 წლამდე ბავშვი, რომელიც საავადმყოფოს ფანჯრიდან გადმოვარდა, კონტაქტური გახდა

3 წლამდე ასაკის ბავშვი, რომელიც ზუგდიდის საავადმყოფოს მეოთხე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა, კონტაქტური გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას imedinews-ი ექიმებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიკოსები ამბობენ, რომ მცირეწლოვანის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა, თუმცა ექიმების თქმით, ბავშვის კონტაქტურობა დადებითი მაჩვენებელია.

შეგახსენებთ, გუშინ, 28 აგვისტოს, ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან სამ წლამდე ბავშვი გადმოვარდა. როგორც ექიმებმა აღნიშნეს, მას თავის ქალისა და გულ-მკერდის ტრავმა, ასევე ქვედა კიდურების მრავლობითი მოტეხილობა აქვს.

იტვირთბა....