ახალი ამბები მთავარი სამართალი

ალეკო ელისაშვილის შტაბმა პოლიციას მიმართა: დანაშაული ითვალისწინებს ორიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის შტაბის ხელმძღვანელმა ივანე ნორაკიძემ სამგორის პოლიციაში განაცხადი შეიტანა. საქმე ეხება 2017 წლის 27 აგვისტოს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, რომელშიც შტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, ჩანს თუ როგორ ითხოვენ ალეკო ელისაშვილის მხარდაჭერას სხვადასხვა სიმბოლიკიან მაისურებში გამოწყობილები.

ივანე ნორაკიძის თქმით, მათ არანაირი კავშირი არ აქვთ არც ერთ პარტიასთან და საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებენ, საქმე დროულად გამოიძიონ:

„გუშინ დაფიქსირდა საარჩევნო მანიპულაციის ფაქტი. ჯერ ჩვენთვის დაუდგენელი უცნობი პირები, სხვადასხვა სიმბოლიკიანი მაისურებით დადიოდნენ ქალაქში, მოქალაქეებს ეცნობოდნენ როგორც ალექსანდრე ელისაშვილის მხარდამჭერები და იწერდნენ მათ პერსონალურ მონაცემებს, თითქოს ბლანკს ავსებდნენ.

ალექსანდრე ელისაშვილის მხარდასაჭერად, სინამდვილეში ეს ხელმოწერები ჩვენამდე არ მოდიოდა. არ ვთანამშრომლობთ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან. ამით ირღვევა ისეთი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური უფლება, როგორიცაა ადამიანის საარჩევნო ხმის უფლება, სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც ითვალისწინებს ორიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას”,,-განაცხადა ივანე ნორაკიძემ.

იტვირთბა....