ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ყაზბეგის გამზირიდან ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ჟვანიას მოედნისკენ მოძრაობა აღდგა

პეკინის ქუჩისა და ვაჟა-ფშაველას შემაერთებელ კვანძზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს მიუახლოვდა, -ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყებამ ყაზბეგის გამზირიდან ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ჟვანიას მოედნის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობის განახლების გადაწყვეტილება მიიღო.
მერიის ინფორმაციით, ტრანსპორტის საქალაქო სამსახური შესაბამის საგზაო ნიშნებს უკვე ამონტაჟებს. ყაზბეგის გამზირიდან მარცხნივ მოხვევით მოძრაობა დღის მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელი.

იტვირთბა....