ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დაჩი ცაგურია ბრალდებებს პასუხობს

“საქართველოს რკინიგზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია “საქართველოს რკინიგზაში” მიმდინარე პროცესებს და რკინიგზელების ბრალდებებს ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გამოეხმაურა:

“სამი წრილით, სამჯერ მივმართეთ უჩა ღვთისიაშვილს, სადაც დეტალურად არის გაწერილი, რომ ჩვენ ვთავაზობთ მას, რომ ”საქართველოს რკინიგზა” უზრუნველყოფს საცხოვრებელ პირობებს და ტრანსპორტირებას. ასევე, არაერთი შეხვედრა გვქონდა მასთან და მეორე მოშიმშილესთან. გვქონდა მედიატური, დავათვალიერეთ ის საცხოვრებელი, სადაც ცხოვრობენ და მუშაობენ. მეორე ბატონმა, რომელმაც ნახა ეს ყველაფერი, შეწყვიტა შიმშილობა და აგრძელებს მუშაობას. საქართველოს რკინიგზამ, იმიტომ რომ კახეთის მონაკვეთზე აღარ იყო დატვირთული ხაზი, რომელიც მოითხოვდა ყოველდღიურ შემოწმებას, ეს სამსახური გააუქმა და გადაიყვანა მარნეულში, შესთავაზა გადაყვანა. თავდაპირველად დათანხმდნენ პირობებს და ხელი მოაწერეს. კიდევ ერთხელ მივმართავ უჩა ღვთისიაშვილს, წაიკითხოს ჩვენს მიერ გაგზავნილი წერილი”, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რკინიგზის თანამშრომლების შიმშილობის მეათე დღეს, “აუდიტორია 115”-ის მიერ გამართულ სოლიდარობის აქციაზე დაპირისპირება მოხდა პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის. აქციის მონაწილეები რკინიგზის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, რა დროსაც დააკავეს 10 ადამიანი. მათ შორის არიან “აუდიტორია 115”-ის წევრები და რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წევრები. დაკავებულები არიან ამ დროის განმავლობაში მოშიმშილე აქციის წევრები.

რკინიგზელთა პროტესტი იმან გამოიწვია, რომ მათი თქმით, სამუშაო ადგილი და პირობები ადმინისტრაციამ შეთანხმების გარეშე შეუცვალათ. ამჟამად შიმშილობს 8 ადამიანი. მათი მოთხოვნებია: დაუყოვნებლივ დაბრუნდნენ გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში; რკინიგზა დატოვონ საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ვასილ ხორავამ; შესრულდეს წინა გაფიცვების შედეგად მიღწეული შეთანხმებები.

გუშინ დაკავებულთა სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

იტვირთბა....