ახალი ამბები მთავარი სამართალი

28 დაშავებული: აჭარა-გურიის გზაზე ორი მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა

აჭარა-გურიის გზაზე, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ორი მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. შედეგად 28 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

დაშავებულები ქობულეთის კლინიკებში არიან გადანაწილებულნი. ოთხი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ამის შესახებ imedinews-ი წერს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

იტვირთბა....