ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ახალი კერა გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელბს.
ტელეკომპანიის ცნობით, ახალი კერა წაღვერის შესასვლელთან, საველე ოპერაციების ცენტრთან ახლოს ფერდობზე გაჩნდა.
ამ დროისთვის, ცეცხლის ლოკალიზება ძლიერი ქარის გამო რთულდება.
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ადგილზე ელოდებიან სამაშველო თვითმფრინავსა და ვერტმფრენებს თურქეთიდან. ასევე ხანძრის ჩაქრობის პროცესში სომხეთის სახანძრო ეკიპაჟებიც ჩაერთვებიან.
ბორჯომის ხეობა მესამე დღეა იწვის.