ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მოხალისეების ჩართვა სახიფათოა, საკმარისი ძალა გვაქვს, რომ შევძლოთ ხანძრის ლოკალიზება”

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებირიშვილის განცხადებით, ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მოხალისეების ჩართვა სახიფათოა. მისი თქმით, ამ ეტაპზე სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, რომ საკუთარი ძალების გაუმკლავდეს.

მღებრიშვილის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ლოკალიზებაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ვერტმფრენი, ასევე მობილიზებულია სპეცტექნიკა. ამიტომ მოსახლეობის ჩარევა პირიქით ხელს შეუშლით.

“ხანძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სამკილომეტრიანი გზა გაიჭრა, რათა სახანძროებს შეძლებოდათ კერებამდე მისვლა და ლოკალიზება. მაქსიმალური ძალები გვყავს ჩართული. ჯერჯერობით თვითმფრინავთან დაკავშირებით კონკრეტული პოზიცია არ გვაქვს. ორი ვერტმფრენი მოემართება საქართველოსკენ, რამდენიმე საათში გადმოკვეთენ საზღვარს და შეუერთდებიან ჩვენს ავიაციას ხანძრის სალიკვიდაციოდ.

იმისთვის, რომ ხანძარი იქნეს ლოკალიზებული, ეს მხოლოდ ადამიანიურ ფაქტორზე არ არის დამოკიდებული. დიდი წილი ბუნებრივ და კლიმატურ პირობებზე მოდის. გუშინ ამ დროისთვის ხანძარი პრაქტიკულად ლიკვიდრებული იყო ხანძარი, მაგრამ ძლიერმა ქარმა 5 დამოუკიდებელი კერა გააჩინა “, – განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება მოხალისეების ჩართვას, გიორგი მღებრიშვილმა ყველას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მოხალისეებმა ხელი არ უნდა შეუშალონ შსს-ს და სხვა უწყებებს მუშაობაში.

“მოხალისეებს ვთხოვდი, რომ ხელს ნუ შეუშლიან შსს-ს და სხვა უწყებებს. საკმარისზე მეტი ძალა გვყავს იმისთვის, რომ ხანძარს გავუმკლავდეთ. მოხალისეების ჩართვამ შეიძლება ცუდი შედეგები მოგვიტანოს, სახიფათოა ხანძრის კერებთან მისვლა.”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

 

იტვირთბა....