ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კომპანია “ბორჯომი” ხანძრის შედეგად განადგურებული ტყის აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობას გეგმავს

კომპანია “IDS ბორჯომი საქართველო” ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურებული ტყის აღდგენით სამუშაოებში ჩართვაში მზადყოფნას გამოთქვამს. ამის შესახებ განცხადება კომპანიის ოფიციალურ “ფეისბუქ” გვერდზე გამოქვენდა:

“გული გვტკივა, ბორჯომის ტყეებში გაჩენილი ხანძრის გამო. პირველივე წუთებიდან გვერდში ვუდგავართ იმ ადამიანებს, რომლებიც სტიქიას ებრძვიან ადგილზე – მეტყევეებს, მეხანძრეებს, მუნიციპალიტეტს, საქართველოს მთავრობას. დიდი იმედი გავქვს, რომ სტიქიას უახლოეს საათებში დავამარცხებთ. როგორც კი გაჩნდება საჭიროება, ჩავერთვებით ტყის ჯერ გაწმენდის, შემდეგ კი აღდგენის სამუშაოებში” – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ბორჯომის ხეობაში მესამე დღეა ხანძარს ებრძვიან. ამ წუთის მონაცემებით, დამწვარია 12 ჰექტარამდე ტერიტორია.

ბორჯომის ხეობაში, ხანძართან ბრძოლაში შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი ჩაერთო. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში 800-ზე მეტი ადამიანი მუშაობს.
შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის თქმით,  ამ მომენტისათვის, უკეთესობაა იმასთან შედარებით, რაც წუხელ იყო.

„მთელი ძალებით ვართ ჩართული ამ უბედურების თავიდან ასაცილებლად“, -ამბობს მღებრიშვილი.

იტვირთბა....