თბილისის მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ უკვე წელიწადზე მეტია თბილისს არ ჰყავს მთავარი არქიტექტორი. მისი თქმით, მის მოავალეობას 13 თვეა ქალაქის არქიტექტურის სამსახურის მოვალეობის შემსრულებელი მართავს. ამის შესახებ ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„უკვე წელიწადზე მეტია თბილისს არ ჰყავს მთავარი არქიტექტორი. 2016 წლის 27 ივლისს თანამდებობიდან გაუშვეს არქიტექტურის სამსახურის უფროსი დიმიტრი მოსულიშვილი. 13 თვეა ქალაქის არქიტექტურის სამსახურს მოვალეობის შემსრულებელი მართავს. არადა არქიტექტურის სამსახური ინტენსიურად გასცემს სამშენებლო ნებართვებს, ითანხმებს განაშენიანების რეგულირების გეგმებს და ამ ფონზე სამსახურის უფროსობა, უპატრონობა რამდენად ნორმალურია“, – წერს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი.
თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, მან რამდენჯერმე საკრებულოში ამ საკითხზე ისაუბრა, რამდენჯერმე პირადადაც საჯაროდ ჰკითხა თბილისის მერს, რატომ არ ინიშნებოდა არქიტექტურის ახალი ხელმძღვანელი, მაგრამ პასუხად დუმილი მიიღო.
ალეკო ელისაშვილი, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატია. ის მერის პოზიციაზე კენჭს უპარტიო, დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყრის.

