ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენ უნდა მოვიცილოთ ივანიშვილის რეჟიმი და ეს უნდა მოხდეს ადგილობრივ არჩევნებში”

“ლეიბორისტული”, პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი  პარასკევს, სემეკ-ის სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. ნათელაშვილი იმ ფაქტს აპროტესტებს, რომლის შედეგადაც ის და მისი თანაგუნდელები სამართალდამცავებმა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს და პროტესტის საშუალება არ მისცეს.ნათელაშვილის თქმით, ხელისუფლება ოპოზიციის წინააღმდეგ მძიმე მეთოდებს იყენებს.

„ხელისუფლებამ საბოლოოდ ჩამოიხსნა ნიღაბი. მან დაარბია ჩვენი პარტიის სრულიად მშვიდობიანი აქცია სემეკ-ის შენობაში, რა დროსაც გამოიყენა არა მარტო პოლიცია, არამედ სპეციალური რაზმები.

ჩვენ უნდა მოვიცილოთ ივანიშვილის რეჟიმი და ეს უნდა მოხდეს  ადგილობრივ არჩევნებში და პირველმა ზარმა მათთვის უნდა ჩამოკრას,“ – აცხადებს ნათელაშვილი.

იტვირთბა....