ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კალაძე პირობას დებს…

თბილისის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი კახი კალაძემ თავის ვიდეომიმართვაში ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრობს.

„ჩემი მერობის პირობებში შეიქმნება სატრანსპორტო სტრატეგია, რომელიც მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება ქალაქის ურბანულ განვითარებაში. სწორედ ამ სტრატეგიის გათვალისწინებით მოხდება სამშენებლო ნებართვების გაცემა, რათა ქაოტურმა მშენებლობებმა არ დაახშოს ქალაქის სატრანსპორტო არტერიები. მოხდება ახალი ხიდებისა და ესტაკადების მშენებლობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, არსებული სამარშუტო ხაზების გადახედვა და ახალი მარშუტების დამატება; თბილისის რკინიგზის ტერიტორიის გამოთავისუფლება და მისი ქალაქის ინტერესებისთვის…“ – პირობას დებს კალაძე.

კახა კალაძის თქმით, საცობების განტვირთვის მიზნით ასევე დაინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები, სპეციალური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც მუდმივ რეჟიმში მოხდება თბილისის ქუჩების მონიტორინგი, გადატვირთული წერტილების გამოვლენა და მათი გადაჭრის ოპტიმალური გზების დასახვა.

იტვირთბა....