BBC-ის ცნობით ფინეთის ქალაქ ტურკუში რამდენიმე ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს.
როგორც ადგილობრივი გამოცემა Ilta-Sanomat -ი იტყობინება, დაშავებულია ერთი მამაკაცი და ხუთი ქალი.
პოლიცია აღნიშნავს, რომ მათ შეძლეს თავდამსხმელის ფეხში დაჭრა, რის შემდეგაც ის დააპატიმრეს.
პოლიცია აფრთხილებს ხალხს, რომ თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისგან. ინციდენტი ქალაქ ტურკუში, ერთ-ერთ მოედანზე მოხდა.