გუშინ ბარსელონაში მომხდარ საზარელ ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილი 17 წლის მუსა უკბარი, სოციალურ ქსელში წერდა, რომ მსოფლიოს ყველა ურწმუნო მმართველს დიდი სიამოვნებით მოკლავდა. მას ესპანეთის პოლიცია ამ დრომდე ეძებს.
სამართალდამცავები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ ფრთხილად იყვნენ, რადგანაც უკბარი შესაძლოა შეიარაღაებულია და არ არის გამორიცხული მან სხვა დანაშაულიც ჩაიდინოს.
ძებნილი მუსა უკბარი, უკვე დაკავებული ტერორიზმში ეჭვმიტანილის 28 წლის მაროკოელი დრის უკაბირის ძმაა. მისი აყვანა პოლიციამ გუშინ შემთხვევის ადგილთან ახლოს მოახერხა. სავარაუდოდ მიკროავტობუსს 17 წლის მუსა უკბარი მართავდა. ესპანური მედია წერს, რომ 17 წლის მუსა, წარმოშობით მაროკოელია და ის ესპანეთის მოქალაქეა.
შეგახსენებთ, გუშინ რამბლას მოედანზე მომხდარი ტერაქტის შედეგად დაიღუპა 13 და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. როგორც ცნობილია დაშავებულებს და გარდაცვლილებს შორის, 18 ქვეყნის მოქალაქეები არიან. მიკრო ავტობუსი ქუჩაში ქვეითად მოსიარულე ადამიანებში შევარდა და გადაუარა.