ახალი ამბები კულტურა მთავარი საზოგადოება

გიორგი სიგუა: ვაი, თქვენს პატრონს, უბედურს, ახლავე წამოვალ თბილისში

მუსიკალური ფესტივალის GEM FEST-ის დამფუძნებელი, გიორგი სიგუა, სოციალურ ქსელში წერს:

“უამრავი სისულელე გამიგია საკუთარ თავზე და უამრავი ჭორი და სიბინძურე.
ამ დღებში საერთოდ ისტერიაა მოწყობილი, გაიქცა სადღაც, მილიონები წაიღო და იმალებაო.
ვაი, თქვენს პატრონს, უბედურს. ახლავე წამოვალ თბილისში და ერთად მოვძებნოთ ეგ მილიონები .
თბილისის აეროპორტში “დავიმალები” რამდენიმე საათში და მომძებნეთ კარგად!”-წერს სიგუა.

მუსიკალური ფესტივალი GEM FEST ფინანსური კრიზისით დასრულდა. ფესტივალის თანამშრომლების ნაწილი კუთვნილი ანაზღაურების მიღებას სამართლებრივი გზით აპირებენ. პრობლემები აქვთ ე.წ. “ვენდორებსაც” (ფესტივალის ტერიტორიაზე არსებული კომერციული/საკვები ობიექტების მგლობელებს), რომლებიც იჯარის გადახდას ვერ ახერხებენ. ფესტივალის ორგანიზატორი, გიორგი სიგუა, რომელიც ამჟამად მაკედონიაში იმყოფება, დღეს საქართველოში დაბრუნებას და მალევე პრესკონფერენციის გამართვას აპირებს.

იტვირთბა....