ახალი ამბები მთავარი სამართალი

მასშტაბური ხანძარი წერეთელზე: ადგილზე 10-მდე სახანძრო მანქანა მუშაობდა

წერეთლის გამზირზე, გუშინ ღამით, მასშტაბური ხანძარი იყო: ცეცხლი 117 ნომერში მდებარე მეორადი ტანსაცმლის საწყობს გაუჩნდა.

შედეგად დაიწვა 250 კვადრატულ მეტრამდე. ზარალი დიდი არ არის, რადგან საწყობი ექსპლუატაციაში არ იყო.

ადგილზე მუშაობდა 10-მდე სახანძრო მანქანა და 60 მეხანძრე მაშველი. მათ ხანძრის ლიკვიდაცია რამდენიმე წუთში შეძლეს.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება მიმდინარეობს.

იტვირთბა....