ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

1 ადამიანის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: აფეთქება და ხანძარი ბათუმში

ბათუმში მომხდარ აფეთქებასთან და ხანძართან დაკავშირებით ინფორმაცია ვრცელდება. შედეგად 3 ადამიანია დაშავებული. ინფორმაციას ერთ-ერთი დაშავებილის შესახებ სამედიცინო ცენტრი „მედინა“ ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს:
“ლეონიძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად ერთერთი დაშავებული გადმოყვანილია ჩვენ კლინიკაში. პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, აღენიშნება სხეულის 90% დამწვრობა ასევე სასუნთქი გზების დამწვრობები.”  – ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე, ცეცხლი გაზგასამართ სადგურში გაჩნდა.  ,,აჭარის ტელევიზიის” ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზებას ბათუმის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობდნენ. ადგილზე მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. ამ მომენტისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.

იტვირთბა....