სომხეთში, ქალაქ სპიტაკთან, 10 კილომეტრში მაგნიტუდით 2.5 მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა დღეს დილით, ადგილობრივი დროით 05:07 საათზე დაფიქსირდა.
ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
სომხეთში მიწისძვრა 15 აგვისტოსაც მოხდა. გუშინ ქალაქ ამასიანთან მაგნიტუდით 2,8 მიწისძვრა დაფიქსირდა. სტიქიას ნგრევა არ მოჰყოლია.
პირველი