პარიზში მსუბუქი მანქანა პიცერიაში შევარდა. ინციდენტმა 8 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა, 6 ადამიანი კი მძიმედაა დაშავებული.
ავტომანქანის მძღოლი დაკავებულია. არსებული ინფორმაციით, მძღოლი ტერასაზე მყოფ ხალხს შეგნებულად დაეჯახა. თავდამსხმელი მამაკაცი 39 წლისაა. მას ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღიც აღმოაჩნდა.
თვითმხილველების თქმით, მამაკაცი აცხადებდა, რომ მას საკუთარი უიღბლო ცხოვრების დასრულება სურდა და ამ ფორმით თვითმკვლელობა სცადა.